აშშ-ში ბოლო 24 საათში ახალ კორონავირუსს 406 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა ვირუსის 33 326 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, საერთო ჯამში, ინფიცირებული იყო 5 436 539 ადამიანი, გარდაიცვალა 170 458.