აშშ-ში კორონავირუს „კოვიდ 19“-ის მსხვერპლთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ვაშინგტონის შტატში 2 მარტს ვირუსს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
ახალი ტიპის კორონავირუსით მესამე ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადეს საფრანგეთში. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ვირუსს 89 წლის ქალი ემსხვერპლა.
„ალჯაზირას“ ინფორმაციით, 2 მარტს ვირუსით ინფიცირების პირველი შეთხვევები დადასტურდა ლატვიაში, პორტუგალიაში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, სენეგალსა და ტუნისში.
მსოფლიოს 58 ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით 89 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. მსოფლიო მასშტაბით ვირუსით მსხვერპლთა რიცხვი 3 000-ს გადასცდა. ვირუსისგან მთელ მსოფლიოში 45 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.