აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 709-მდე გაიზარდა

13:28, 25.03.2020

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 709-ს მიაღწია, ინფიცირების შემთხვევებმა 53 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსით გარდაიცვალა 163 ადამიანი, რაც ვირუსის გავრცელების დღიდან ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

როგორც „სიენენი“ აღნიშნავს, ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა ამერიკის 12 შტატში.

ყველაზე რთული მდგომარეობა ნიუ იორკის შტატშია, სადაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობის დაახლოებით ნახევარია გამოვლენილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ ევროპის შემდეგ კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრი აშშ გახდეს.

მსგავსი