აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1 145-ით გაიზარდა
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1 145-ით გაიზარდა

აშშ-ში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 95 847-ს აღწევს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 21 484 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 1 145-ით გაიზარდა.

ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის განახლებული მონაცემებით, აშშ-ში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 1 598 631-ს შეადგენს.

აშშ მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელებისა და გარდაცვლილთა მაჩვენებლით ისევ პირველ ადგილზეა.