აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ექვსი ათასს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ექვსი ათასს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ექვსი ათასს გადააჭარბა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც პანდემიის მონიტორინგს ონლაინ რეჟიმში ახორციელებს, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების 6 057 და ინფიცირების 245 559 შემთხვევაა რეგისტრირებული.

ყველაზე რთული ვითარება ნიუ იორკშია, სადაც შემთხვევათა 40 პროცენტი მოდის. ამ დროისთვის ერთადერთი შტატია ვაიომინგი, სადაც ვირუსით გარდაცვალების ფაქტი არ გამოვლენილა.