აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ორი ათასს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ორი ათასს გადააჭარბა

აშშ-ში „კოვიდ 19“-ის მსხვერპლთა რაოდენობამ ორი ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, ახალი ტიპის კორონავირუსით ​მხოლოდ ნიუ-იორკში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის მასშტაბით, ვირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა, სწორედ ნიუ-იორკში გამოვლინდა. ქალაქში ვირუსის 50 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

საერთო ჯამში, აშშ-ში „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებულების რაოდენობა 120 000-ს გადასცდა. ბოლო 24 საათში ვირუსით 20 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.