აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევებმა 19 მილიონს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევებმა 19 მილიონს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 19 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.

უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყების შემდეგ „კოვიდ-19“ 19 132 446 ადამიანს დაუდასტურდა.

ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით აშშ-ის შტატებს შორის კალიფორნია ლიდერობს, რომელსაც ტეხასისა და ფლორიდის შტატები მოსდევს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, აშშ-ში კორონავირუსულ ინფექციას დღემდე 333 115 ადამიანი ემსხვერპლა.