აშშ-ში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზაში აისახა.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ აშშ-ში „კოვიდ-19“-ის 18 029 528 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კალიფორნიის, ტეხასისა და ფლორიდის შტატებში.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აშშ-ში კორონავირუსულ ინფექციას 319 354 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებისა და დაღუპულების რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ბავშვების რეკორდული რაოდენობა დაინფიცირდა. 10-დან 17 დეკემბრამდე აშშ-ში კორონავირუსული ინფექცია 180 000-ზე მეტ ბავშვს დაუდასტურდა.