აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ ექვს მილიონს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ ექვს მილიონს გადააჭარბა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 31 313 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 560 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში ამ დროისთვის რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის სულ ექვსი მილიონ 28 ათასზე მეტი შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 183 579-ს შეადგენს.

კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.