აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების რეკომენდაცია მხოლოდ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებისთვის გასცეს
აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების რეკომენდაცია მხოლოდ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებისთვის გასცეს

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების რეკომენდაცია მხოლოდ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებისთვის გასცეს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ში წამლების ფედერლაურმა სააგენტომ მიიიღო.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, ვაქცინის მესამე დოზა რეკომენდებულია ასევე მძიმე დაავადბების მქონე მოქალაქეებისთვისაც, რომლებსაც კოვიდ-19-ი განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის.

ამრიგად, სპეციალისტებმა უარყვეს ვაქცინების მწარმოებლებისა და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინადადება, რომლის მიხედვითაც ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება 16 წლის ასაკიდან ყველა მოქალაქისთვის უნდა ყოფილიყო დაშვებული. ექსპერტების ნაწილმა გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად დაასახელოს გვერდითი მოვლენები, რომელიც აცრის მესამე დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ახალგაზრდებში.

აცრის მესამე დოზის გაკეთების რეკომენდაცია 50 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის უკვე გასცეს დიდ ბრიტანეთში. ანალოგიური გეგმების შესახებ განაცხადეს ასევე გერმანიამ, საფრანგეთმა და ჩეხეთმა. ამ ქვეყნებში მესამე აცრის ჩატარების რეკომენდაციას განსაკუთრებული რისკის ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს ურჩევენ. ისრაელში კი ვაქცინის მესამე დოზა უკვე ხელმისაწვდომია 12 წლის ასაკიდან ყველა მოქალაქისთვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა მდიდარ ქვეყნებს უარი თქვას მოქალაქეებისთვის ვაქცინის მესამე დოზის შეთავაზებაზე, ვიდრე ღარიბ ქვეყნებში ვაქცინირებულთა რაოდენობა არ გაიზრდება.