აშშ-ში კორონავირუსის საკითხისადმი მიძღვნილი კონფერენცია კორონავირუსის გამო გადაიდო
აშშ-ში კორონავირუსის საკითხისადმი მიძღვნილი კონფერენცია კორონავირუსის გამო გადაიდო

აშშ-ში კორონავირუსის საკითხისადმი მიძღვნილი კონფერენცია კორონავირუსის გამო გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

მრგვალი მაგიდა, სახელწოდებით „ბიზნესის წარმოება კორონავირუსის პირობებში“ საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ორგანიზებით ნიუ იორკში 13 მარტს უნდა ჩატარებულიყო.

საგარეო ურთიერთობათა საბჭომ კორონავირუსის გამო 11 მარტიდან 3 აპრილამდე აშშ-ში დაგეგმილი სხვა ღონისძიებებიც გააუქმა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლენილია ვირუსის ათასზე მეტი შემთხვევა.

დატოვე კომენტარი