კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა არიზონაში, ორი კი კალიფორნიაში. ყველა ადამიანი, რომელიც ვირუსით დაინფიცირდა, ჩინეთის ქალაქ უხანშია ნამყოფი.
მანამდე კორონავირუსის შემთხვევა ილინოისსა და ვაშინგტონში დაფიქსირდა.