აშშ-ში კორონავირუსის გამო სამუშაოს გარეშე დარჩენილმა 3.28 მილიონმა ადამიანმა, დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო
აშშ-ში კორონავირუსის გამო სამუშაოს გარეშე დარჩენილმა 3.28 მილიონმა ადამიანმა, დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო

აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად, სამუშაოს გარეშე დარჩენილმა 3.28 მილიონმა ადამიანმა, დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო. ეს ერთი კვირის განმავლობაში დაფიქსირებული განაცხადების რეკორდული მაჩვენებელია.

უმუშევრობის ზრდა ქვეყნის მასშტაბით, ათასობით კვების, სპორტული თუ გასართობი ობიექტის დახურვამ გამოიწვია. ვარაუდობენ, რომ უმუშევრობის დონე 6.5%-მდე გაიზრდება.

ამ დრომდე, დახმარების მისაღებად შევსებული განაცხადების ყველაზე მაღალ მაჩვენებლად, 1982 წლის 2 ოქტომბერს დაფიქსირებული 695 ათასი უმუშევრობის განაცხადი მიიჩნეოდა.

აღსანიშნავია, რომ ერთი კვირით ადრე, უმუშევრობის გამო, დახმარების მისაღებად განაცხადი 282 ათას ადამიანს ჰქონდა შევსებული.