აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი განკარგულებით, კორონავირუსთან ბრძოლისთვის საგანაგებო სიტუაციების ფონდიდან 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. ეს თანხა ცალკეული შტატებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა დასახმარებლად დაიხარჯება.
ტრამპის განკარგულება ასევე იძლევა საშუალებას, რომ აშშ-ში ახალი საავადმყოფოები აშენდეს და დაფინანსდეს სამედიცინო კვლევები, რომელებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ან წამლის შექმნაზე იქნება ორიენტირებული.
აშშ-ში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 701-ია. დაიღუპა 40 ადამიანი.