აშშ-ში კორონავირუსის 7 343 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აშშ-ში კორონავირუსის 7 343 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 7 343 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში დაფიქსირდა ვირუსით გარდაცვალების 1 153 ფაქტი.

ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 473 093 შემთხვევაა დადასტურებული.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფექციას უკვე ემხვერპლა 17 836 ადამიანი.