აშშ-ში კორონავირუსის 56 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 377 ადამიანი
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 56 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 377 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 3 361 042 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 135 582 ადამიანი.