აშშ-ში კორონავირუსის 227 885 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში კორონავირუსის 227 885 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 227 885 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 2 607 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოფკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ“-19-ის 14 367 462 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 278 932 ადამიანი.