აშშ-ში კორონავირუსის 22 317 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში კორონავირუსის 22 317 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 22 317 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, აშშ-ში 2 038 344 შემთხვევაა გამოვლენილი. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 711 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, აშშ-ში „კოვიდ-19“-ს 114 625 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.