აშშ-ში კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინით აცრები გაგრძელდება
აშშ-ში კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინით აცრები გაგრძელდება

ათდღიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ მიერ წარმოებული „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრები გაგრძელდება.

„როიტერის“ ცნობით, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, ასევე აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო აცხადებენ, რომ ვაქცინით იმუნიზაციის შემდეგ სისხლის თრომბის განვითარების რისკი ძალიან დაბალია. რვა მილიონი შემთხვევიდან, მხოლოდ 15 ფაქტი გამოვლინდა. 30-დან 39 წლამდე ასაკის ქალებში მილიონიდან შვიდ შემთხვევაში ვლინდება. 50 წელს ზემოთ ასაკის პირებში კი, მილიონიდან ერთი შემთხვევაა.