აშშ-ში, ჰემპტონის მახლობლად ხანძრის რამდენიმე კერას ებრძვიან, ზოგიერთ ქალაქში მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს
აშშ-ში, ჰემპტონის მახლობლად ხანძრის რამდენიმე კერას ებრძვიან, ზოგიერთ ქალაქში მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს

აშშ-ში, ქალაქ ჰემპტონის მახლობლად, ლონგ-აილენდის რაიონში ხანძარი გაჩნდა.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ხანძრის ოთხი კერა არსებობს.

ნიუ იორკის გუბერნატორმა, ქეითი ჰოჩულმა აღნიშნულ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ხანძრებთან ყველაზე ახლოს მდებარე რამდენიმე ქალაქში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.