აშშ-ში, ჰელოუინის დღესასწაულზე სროლისას ოთხი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა
აშშ-ში, ჰელოუინის დღესასწაულზე სროლისას ოთხი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა

აშშ-ში, ჰელოუინის დღესასწაულზე სროლისას ოთხი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

„ეიბისი ნიუსის“ ინფორმაციით, თავდასხმა კალიფორნიის შტატის ქალაქ ორინდაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა.

თავდამსხმელმა ცეცხლი ჰელოუინზე გახსნა. დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობის შესახებ ხელისუფლებას ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ასევე უცნობია სროლის მიზეზი.

როგორც პოლიციამ დაადგინა, აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მეპატრონეს კერძო წვეულებისთვის ერთი დღით ჰქონდა გაქირავებული.

მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

დატოვე კომენტარი