აშშ-ში გასულ კვირას უმუშევრობის შემწეობის მისაღებად განაცხადი 2,4 მილიონმა ადამიანმა შეავსო
აშშ-ში გასულ კვირას უმუშევრობის შემწეობის მისაღებად განაცხადი 2,4 მილიონმა ადამიანმა შეავსო

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასულ კვირას უმუშევრობის შემწეობის მისაღებად განაცხადი 2,4 მილიონმა ადამიანმა შეავსო.

განახლებული მონაცემებით, მარტის შუა რიცხვებიდან დღემდე აშშ-ში უმუშევრობის შემწეობის მისაღებად განაცხადი სულ 38,6 მილიონმა ადამიანმა შეიტანა, რაც სამუშაო ძალის თითქმის მეოთხედია.

მიმდინარე კვირას სახაზინო მდივანმა, სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ აშშ-ში აღმოუფხვრელი ზარალის საფრთხის წინაშეა, თუ შეზღუდვები გაგრძელდება.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, თებერვალში აშშ-ში უმუშევრობის დონე 50 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო და 3,5 %-ს შეადგენდა. გასულ თვეში აშშ-მა 20 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაკარგა, რის შედეგადაც უმუშევრობის დონე 14,7%-მდე გაიზარდა.

დატოვე კომენტარი