აშშ-ში ფარმაცევტული კომპანიები ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ
აშშ-ში ფარმაცევტული კომპანიები ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ

აშშ-ში ფარმაცევტული კომპანიები ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ. ამის შესახებ „ფოქს ბიზნესთან“ ინტერვიუს დროს ვაჭრობის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ისაუბრა.

როგორც პიტერ ნავარომ ინტერვიუს დროს აღნიშნა, ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე საერთო ჯამში ხუთი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია მუშაობს.

„ხუთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანია ვაქცინის შესაქმნელად მასშტაბურ პროექტში იღებს მონაწილეობას. იმედი გვაქვს, რომ ნოემბრისთვის 150 მილიონი დოზა ვაქცინა გვექნება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უხანიდან ევაკუირებული ამერიკელებიდან 15 პირს კორონავირუსი დაუდგინდა. სწორედ ამიტომ, ვირუსის წინააღმდეგ აშშ-ში შესაბამის ზომებს იღებენ. ამასთან, აშშ-სა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენები აიკრძალა.