აშშ-ში ძლიერი ქარბუქის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში ძლიერი ქარბუქის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ძლიერი ქარბუქის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, უამინდობის გამო დახურულია სკოლები, მაგისტრალები, ქვეყნის მასშტაბით გაუქმებულია 2200-ზე მეტი ფრენა, ხოლო შეფერხებებია 3000 რეისზე.

ნიუ იორკის გუბერნატორმა, ქეით ჰოჩულმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ნიუ იორკის დასავლეთით მდებარე ათეულ ოლქში. რამდენიმე შტატის, მათ შორის ლუიზიანას, მისისიპისა და ალაბამას გუბერნატორებმა ასევე გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა.

ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა განაცხადა, რომ თოვლი იშვიათი მოვლენაა ფლორიდაში, ამიტომ ინფრასტრუქტურა განსხვავებულად არის შემუშავებული. დესანტისმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.