აშშ-ში ძალაში შევიდა კანონი ე.წ. ლენდ-ლიზით უკრაინისთვის დახმარებასთან დაკავშირებით
აშშ-ში ძალაში შევიდა კანონი ე.წ. ლენდ-ლიზით უკრაინისთვის დახმარებასთან დაკავშირებით

აშშ-ში ძალაში შევიდა კანონი ე.წ. ლენდ-ლიზით უკრაინისთვის დახმარებასთან დაკავშირებით.

უკრაინის რადას სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, ეს ნიშნავს უფრო განსხვავებულ და მაღალი ხარისხის იარაღს, რითიც უკრაინა ყველა ტერიტორიას დაიბრუნებს.

9 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაამტკიცა კანონი „უკრაინაში დემოკრატიის დაცვის და ლენდ-ლიზის“ შესახებ, რომელიც აშშ-ს საშუალებას მისცემს დაიწყოს უკრაინის დაჩქარებული დახმარების პროგრამა. კანონი ფაქტობრივად, იძლევა სამხედრო აღჭურვილობის დაკრედიტების ან იჯარის გაცემის საშუალებას ექსპორტის კონტროლის გამარტივებული პროცედურებით.