აშშ-ში დაგეგმილი საპროტესტო აქციების პარალელურად, რესპუბლიკელმა გუბერნატორებმა რამდენიმე შტატში ეროვნული გვარდიის მობილიზების ბრძანება გასცეს
აშშ-ში დაგეგმილია საპროტესტო აქციები სახელწოდებით – „არა მეფეებს“. აქციებისთვის რესპუბლიკელმა გუბერნატორებმა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე შტატში ეროვნული გვარდიის მობილიზების ბრძანება გასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დემონსტრაციები აშშ-ის მასშტაბით 2 500-ზე მეტ ადგილზე გაიმართება. მათივე თქმით, ივნისში გამართულ ბოლო საპროტესტო აქციაზე – „არა მეფეებს“ ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა.
დემონსტრაციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია დონალდ ტრამპის „ავტორიტარიზმს“ დაუპირისპირდება.
მედიის ცნობით, ტრამპის მომხრეები დემონსტრანტებს „ანტიფას“ მოძრაობას უკავშირებენ.
ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა გაააქტიურა შტატის ეროვნული გვარდია ოსტინში. ებოტის თქმით, ჯარისკაცები საჭირო იქნება „ანტიფასთან“ დაკავშირებული დემონსტრაციის“ გამო. ამასთან, ვირჯინიის გუბერნატორმა, გლენ იანგკინმა გასცა ბრძანება შტატის ეროვნული გვარდიის გასააქტიურებლად.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ბიზნესთან“ ინტერვიუში დაგეგმილი აქციების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მეფე არ არის.
„ისინი მე მეფეს მეძახიან, მე მეფე არ ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.