აშშ-ში დაამტკიცეს კორონავირუსის ტესტები, რომელთა გამოყენებაც სახლში არის შესაძლებელი
აშშ-ში დაამტკიცეს კორონავირუსის ტესტები, რომელთა გამოყენებაც სახლში არის შესაძლებელი

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტები, რომლის გამოყენებაც სახლის პირობებში არის შესაძლებელი.

მედიის ცნობით, ტესტის ღირებულება 150 დოლარი იქნება.

ამასთან, ტესტირების პროცესი უნდა გაკონტროლდეს ტელემედიცინის, სამედიცინო მომსახურების დისტანციური მეთოდის დახმარებით, რათა გამოსაკვლევი ნიმუშის აღება სწორად მოხდეს.