აშშ-ში დააკავეს პირი, რომელმაც თეთრ სახლსა და პენტაგონში მომწამვლელი წერილები გააგზავნა
აშშ-ში დააკავეს პირი, რომელმაც თეთრ სახლსა და პენტაგონში მომწამვლელი წერილები გააგზავნა

აშშ-ში დააკავეს პირი, რომელმაც თეთრ სახლსა და პენტაგონში მომწამვლელი წერილები გააგზავნა. გამოძიების ცნობით, დამნაშავე ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ოფიცრებმა ქალაქ ლოგანში აიყვანეს. მას ბრალი აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციასა და სამხედრო უწყებაში იმ კონვერტების გაგზავნაში დასდეს, რომელშიც რიცინი იყო მოთავსებული.

ამასთან, პრეზიდენტის დაცვის სპეციალურ სამსახურში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის სახელზე გაგზავნილი წერილი თეთრ სახლში მიტანამდე აღმოაჩინეს. კიდევ ერთი მომწამვლელი გზავნილი აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მეტისის სახელზე იყო დარეგისტრირებული. თუმცა, ეს კონვერტიც პენტაგონის შენობაში არ მოხვდა.