აშშ-ში ცნობილი რეპერები ჯიმი უოპო და XXXTentacion-ი მოკლეს
აშშ-ში ცნობილი რეპერები ჯიმი უოპო და XXXTentacion-ი მოკლეს

აშშ-ში ორი რეპერი მოკლეს. თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ ფლორიდის სამხრეთში ავტოსალონში უცნობმა პირებმა ცნობილი რეპერი, 20 წლის XXXTentacion-ი ჩაცხრილეს. მოგვიანებით კი პოლიციამ პიტსბურგში, 21 წლის ჯიმი ოუპოს მკვლელობის შესახებ გაავრცელა ცნობა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, XXXTentacion-ი ავტოსალონში მოტოციკლს არჩევდა, როდესაც მის მანქანას დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გუხსნა.

XXXTentacion ცოტა ხნის წინ შინაპატიმრობიდან გათავისუფლდა. გარდა ამისა, მას ორსული მეგობარი ქალის ცემისთვის ჰქონდა ბრალი წაყენებული და სასამართლო პროცესის მოლოდინში იყო. მუსიკოს სხვადასხვა დანაშაულისთვის 15 მუხლით ჰქონდა ბრალი წაყენებული.

რაც შეეხება მეორე მკვლელობას, პიტსბურგში პოლიციამ ერთ-ერთ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი ორი მამაკაცი აღმოაჩინა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ერთ-ერთი მათგანის, ჯიმი უოპოს გადარჩენა ვერ შეძლეს.

ჯიმი უოპოს (ნამდვილი სახელი ტრევონ სმარტი) გარდაცვალება მისმა მენეჯერმა დაადასტურა.