აშშ-ში ჩინეთის საელჩო – ჩინეთ-ამერიკის ეკონომიკური თანამშრომლობა ორმხრივად მომგებიანია, ვერავინ მოიგებს ვერც სავაჭრო და ვერც სატარიფო ომს

12:45, 26.11.2024

ვერავინ მოიგებს სავაჭრო ომს, – ასე პასუხობს ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო ჩინურ საქონელზე ტარიფების დაწესების შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარას.

შესაბამისი განცხადება აშშ-ში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა, ლიუ პენგიუმ „სიენენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

პენგიუმ აღნიშნა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ამერიკასთან ანტინარკოტიკულ ოპერაციებში თანამშრომლობას და „იდეა, რომ ჩინეთი განზრახ უშვებს ფენტანილის შეღწევას აშშ-ში, სრულიად ეწინააღმდეგება ფაქტებსა და რეალობას“.

„აშშ-ის ტარიფების საკითხთან დაკავშირებით ჩინეთს მიაჩნია, რომ ჩინეთ-ამერიკის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა ორმხრივად მომგებიანია. ვერავინ მოიგებს ვერც სავაჭრო და ვერც სატარიფო ომს“, – განუცხადა ლიუ პენგიუმ „სიენენს“.

მსგავსი