აშშ-ში, ცენტრალური მიჩიგანის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში შეიარაღებულმა პირმა ორი ადამიანი დაჭრა
აშშ-ში, ცენტრალური მიჩიგანის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში შეიარაღებულმა პირმა ორი ადამიანი დაჭრა

აშშ-ში, ცენტრალური მიჩიგანის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. დაჭრილია ორი ადამიანი.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ამ დრომდე არ არის დაკავებული. დაჭრილთა მდგომარეობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამერიკული მედიის ცნობით, შეირაღებული მამაკაცი აფროამერიკელია.

უნივერსიტეტის Twitter-ის გვერდზე წერია, რომ პოლიციამ სტუდენტებს და უნივერსიტეტის თანამშრომლებს თავშესაფრის მოძებნისკენ მოუწოდა.

ცენტრალური უნივერსიტეტის აღნიშნულ კამპუსში 20 000 სტუდენტი სწავლობს.