აშშ-ში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 2 257 ადამიანი გარდაიცვალა
აშშ-ში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 2 257 ადამიანი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით 2 257 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 32 242 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის სულ 670 353 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 33 101 შეადგინა.

ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.