აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 195 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

11:56, 21.11.2020

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 195 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლეტალური შემთხვევების რიცხვი ქვეყანაში 1 878-ით გაიზარდა და ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 254 413-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“ 11 910 858 ადამიანს დაუდასტურდა.

მსგავსი