აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 204 652 შემთხვევა გამოვლინდა, 1 731 პაციენტი გარდაიცვალა
აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 204 652 შემთხვევა გამოვლინდა, 1 731 პაციენტი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 204 652 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 1 731 ადამიანი ემსხვერპლა.

შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 22 613 000-ზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 376 060-ს შეადგენს.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით.

უკვე ერთი კვირაა აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 200 000-ს აღემატება.