აშშ-ში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 34 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 594 პაციენტი
აშშ-ში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 34 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 594 პაციენტი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 34 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 594 პაციენტი.

ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში „კოვიდ-19“-ით 6 030 587 ადამიანი დაინფიცირდა, ლეტალური შემთხვევების რიცხვი 183 597-ს აღწევს.