აშშ-ში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 205 557 შემთხვევა დაფიქსირდა
აშშ-ში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 205 557 შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 205 557 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში „კოვიდ-19“-ით 1 404 ადამიანი დაიღუპა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 13 088 821 შემთხვევა, მათ შორის 264 858 პაციენტი გარდაიცვალა.