აშშ-ში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 155 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 189 ადამიანი
აშშ-ში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 155 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 189 ადამიანი

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 155 596 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსისი უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 189 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 13 244 417 შემთხვევა, მათ შორის 266 047 პაციენტი გარდაიცვალა.