აშშ-ში „კოვიდ-19“-ის 152 478 შემთხვევა გამოვლინდა, 3 943 პაციენტი გარდაიცვალა
აშშ-ში „კოვიდ-19“-ის 152 478 შემთხვევა გამოვლინდა, 3 943 პაციენტი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 152 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 3 943 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატები ვირუსის გავრცელების და ლეტალური შემთხვევების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 25 598 061 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 429 195 ადამიანი.