აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 25 394 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1121 ადამიანი
ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 954 182-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 54 573 ადამიანი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ ნიუ იორკში 367 პაციენტი გარდაიცვალა. თითქმის ორჯერ, 5678-მდე შემცირდა ახალი შემთხვევების რიცხვიც. სულ, 50-ვე შტატში გასული 24 საათის განმავლობაში 1121 ადამიანი გარდაიცვალა და ინფიცირების 25 394 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც „სიენენი“ იუწყება, უახლოეს დღეებში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა მონაცემებს აშშ-დან ის პაციენტებიც დაემატებიან, რომელთათვისაც ტესტირება არ ჩაუტარებიათ და სავარაუდოდ კორონავირუსით გარდაცვლილებად მოიაზრებდნენ.