ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 776 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ეს მარტის შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ნიუ იორკის შტატში ინფექციური დაავადებით დაღუპულთა რაოდენობამ 207 შეადგინა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით სულ 79 526 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურებულია კორონავირუსის 1 329 269 შემთხვევა.