აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 55 910 ადამიანი დაინფიცირდა, 1 499 გარდაიცვალა

10:37, 13.08.2020

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 55 910 ადამიანი დაინფიცირდა, 1 499 გარდაიცვალა.

ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მონაცემებით, აშშ-ში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, კორონავირუსის ხუთი მილიონ 197 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 166 026 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ამერიკის შეერთებული შტატები კოორნავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდნეობის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

მსგავსი