აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 643 ადამიანი დაინფიცირდა, 1 213 პაციენტი კი გარდაიცვალა
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 643 ადამიანი დაინფიცირდა, 1 213 პაციენტი კი გარდაიცვალა

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი  47 643 ადამიანს დაუდასტურდა, 1 213 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ეპიდემიის დასაწყისიდან დღემდე  აშშ-ში კორონავირუსული ინფექცია 6 445 800 ადამიანს დაუდგინდა, მათ შორის 193 028 ადამიანი გარდაიცვალა, 3. 7 მილიონამდე კი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულებისა და მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის აფეთქების შესახებ 11 მარტს განაცხადა.