აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 148 ადამიანი დაინფიცირდა, 1 232 პაციენტი კი გარდაიცვალა
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 148 ადამიანი დაინფიცირდა, 1 232 პაციენტი კი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 38 148 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 232 პაციენტი.

ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში 5 777 648 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 178 477 პაციენტი გარდაიცვალა.

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მიხედვით, აშშ პირველ ადგილზეა.