აშშ-ში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 865 ადამიანი გარდაიცვალა
აშშ-ში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 865 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 865 ადამიანი დაიღუპა. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 3700-ს გადააჭარბა, რაც ჩინეთის მაჩვენებელზე მეტია.

ამასთან, ინფიცირებულთა რიცხვი აშშ-ში 150 ათასს უახლოვდება. ყველაზე რთული ვითარებაა ნიუ იორკში, სადაც კარანტინი მოქმედებს, თუმცა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავაც დიდია. ქალაქში გახსნილია რამდენიმე საველე საავადმყოფო, რადგან ადგილობრივ კლინიკებში პაციენტების მისაღებად თავისუფალი ადგილები აღარ არის.

აშშ-ში შექმნილი მდგომარეობის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს აშშ-ის პრეზიდენტმა და კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა. მათი პროგნოზით, აშშ-ში მკაცრი შეზღუდვების პირობებშიც კი, ვირუსის შედეგად 100 ათასიდან 200 ათასამდე ადამიანი დაიღუპება.

როგორც ტრამპმა განაცხადა, აშშ-ში დაავადების გავრცელების პიკს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ელოდებიან. მან მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, ხელისუფლების მიერ დადგენილ წესებს დაემორჩილონ.