აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 40 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 40 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 40 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-ში „კოვიდ-19“-ს 1 056 პაციენტი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 6 114 406 შემთხვევა, მათ შორის 185 744 ლეტალურად დასრულდა.