აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 712 ადამიანი კი გარდაიცვალა
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 000 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, ბოლოს დღე-ღამეში აშშ-ში „კოვიდ-19“-ს 712 ადამიანი ემსხვერპლა.
აშშ-ში გამოვლენილია ვირუსის სულ 1,9 მილიონი შემთხვევა. გარდაიცვალა 110 000 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 506 000 პაციენტი.
მსოფლიოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებული იყო სულ შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი. გარდაიცვალა 405 000. განიკურნა 3,1 მილიონი პაციენტი.