აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 201 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 624 პაციენტი
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 201 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 624 პაციენტი

აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 201 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 2 624 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში ვირუსის 17 592 760 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, პანდემიამ 315 260 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აშშ ვირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.