აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 187 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

12:07, 20.11.2020

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 187 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნისთვის ეს რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, აშშ-ში ვირუსს 2 1015 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 252 535 ლეტალური შემთხვევა. დაინფიცირებულთა რიცხვი კი 11 715 316-ს აღწევს.

მსგავსი