აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 43 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 067 პაციენტი
აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 43 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 067 პაციენტი

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 43 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 067 პაციენტი. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში გამოვლენილია დაინფიცირების 6 075 384 შემთხვევა, მათ შორის 184 686 ლეტალური აღმოჩნდა.