აშშ-ში არომატიზებული ელექტრონული სიგარეტის გაყიდვის აკრძალვას გეგმავენ
აშშ-ში არომატიზებული ელექტრონული სიგარეტის გაყიდვის აკრძალვას გეგმავენ

აშშ-ში არომატიზებული ელექტრონული სიგარეტის გაყიდვის აკრძალვას გეგმავენ. განცხადება აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში გააკეთეს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მსგავს ელექტრონულ სიგარეტს ყველაზე ხშირად მოზარდები ყიდულობენ და სიტუაცია „ეპიდემიას“ ემსგავსება.

„ერთი წლის განმავლობაში ვაფრთხილებდით ელექტრონული სიგარეტის მწარმოებლებს, შეემცირებინათ ამ პროდუქციისადმი ახალგაზრდების ინტერესი. ისინი ამ საკითხს სერიოზულად არ მიუდგნენ”, – განაცხადეს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში.

2017 წელს ელექტრონული სიგარეტის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვის გამო აშშ-ში 1100 მაღაზია გააფრთხილეს, 131 კი დააჯარიმეს.

ელექტრონული სიგარეტის მსხვილ მწარმოებლებს დაევალათ სპეციალური ანგარიშის მომზადება, რომელშიც გაწერილი იქნება ის ნაბიჯები, რომელსაც კომპანიები არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად გადადგამენ.

აშშ-ში სკოლის მოსწავლეთა 12%-ი თვეში ერთხელ მაინც ეწევა ელექტრონულ სიგარეტს. ეს პროდუქტი ნიკოტინს შეიცავს და მიჩვევას იწვევს.